დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს იარაღის ტარებისა და გამოიყენების
უფლება ეძლევათ. ამის თაობაზე ცვლილება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” კანონში შედის.
კანონპოექტის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებს გამიზნული გასროლის უფლებაც ექნებათ.
ცვლილებების თანახმად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში. გამაფრთხილებელი გასროლაც დასაშვებია.
კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვის სამინისტროა.

















