„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა
ალექსანდრე ჯიქიამ დღეს კვლევის - „გაზეთების გამოწერისადმი მზაობა თბილისის მოსახლეობაში“ შედეგები წარმოადგინა.
კვლევის თანახმად, თბილისის სხვადასხვა უბანში გამოკითხული 430 მოქალაქიდან გაზეთების გამოწერის სურვილი 192-მა გამოთქვა, უარი თქვა 164-მა, ხოლო 74-ს გაზეთების გამოწერაზე არც უფიქრია.
შედეგების გაანალიზების შემდეგ, ორგანიზაციამ კამპანია „მიიღე გაზეთი სახლში“ დაიწყო და დედაქალაქის უბნებში საფოსტო ყუთების დამონტაჟება დაიწყო.
დღეისთვის საფოსტო ყუთების 16 ბლოკია დამონტაჟებული, 8 საბურთალოს და 8 - გლდანის რაიონში.
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ კვლევა 2012 წლის მარტში ჩაატარა.

















