logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნულ არქივში სპარსული კოლექციის დოკუმენტების რესტავრაცია მიმდინარეობს
ეროვნულ არქივში სპარსული კოლექციის დოკუმენტების რესტავრაცია მიმდინარეობს
11:31 03.05.2012
ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში დასასრულს უახლოვდება სპარსული კოლექციის დოკუმენტების რესტავრაცია, უკვე აღდგენილ დოკუმენტებს შორისაა - შაჰ აბას I-ის 1627 წლის ფირმანი გივი გურამიშვილისადმი, შაჰ-სეფი I-ის 1641 წლის ბრძანებულება და შაჰ-სულთან ჰუსეინის, აბას მირზას, ფათალი შაჰის ფირმანები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების განყოფილების სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი დოკუმენტის რესტავრაცია მთავრდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნულ არქივიდან აცნობეს, არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია XVI-XIX საუკუნეების 1237 დოკუმენტს მოიცავს. მათ შორისაა, შაჰის ფირმანები, ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.
სპარსული საბუთების მასალად აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდია გამოყენებული, აგრეთვე ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.
რესტავრატორებმა დაზიანების ხარისხის შესწავლის შემდეგ, დეზინფექციის, მშრალი და სველი წესით გაწმენდა-დამუშავებით დოკუმენტების ნაკლული ადგილები აღადგინეს, გაამაგრეს მოხატულობა და ნაწერი.
აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის დროს ერთ-ერთი დოკუმენტის გარე მხარეზე მიმაგრებული სხვა სპარსულენოვანი საბუთი გამოჩნდა, რომელსაც სპეციალიტები დამატებით შეისწავლიან. ასევე, რამდენიმე საბუთის რესტავრაციის შედეგად, დიდი რაოდენობით მურის ბეჭდები გამოჩნდა, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებულ პირებს ეკუთვნის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა