ცენტრ „ჯაზუსთან“ შეკრებილთა ავტომანქანების კორტეჟმა მსვლელობა დაიწყო.
შეკრებილები 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას აპროტესტებენ.
მანქანების კორტეჟი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სიგნალებით და შეძახილებით გადაადგილდება - „საქართველო სიკვდილის ბრიგადების გარეშე“, „დაისაჯნონ ვაზაგაშვილის მკვლელები“, „ხელისუფლებას მისი მკვლელობა არ შერჩება“.
კორტეჟი ამ წუთებში საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მოძრაობს. ჭავჭავაძისა და რუსთაველის პროსპექტის გავლის შემდეგ, ის ორთაჭალაში მთავარ პროკურატურასთან შეჩერდება, სადაც მცირე მიტინგი გაიმართება, 14.00 საათზე კი, კორტებთან მივა, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

















