თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10-დან 16.00 საათამდე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, მიცკევიჩის, ტოროშელიძის, უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ასევე, შეეხება ზაქარიაძისა და ნუცუბიძის, თამარ მეფისა და რუსთაველის გამზირის ნაწილის, წყაროს, მარუაშვილის, ტყეკულტურის, ხუდადოვისა და აჭარის ქუჩების აბონენტებს.
სარემონტო სამუშაოების გამო, 11-დან 14.00 საათამდე კრწანისის რაიონში ელექტროენერგია კოტე აფხაზის, ერეკლე მეორის, სიონის, შარდენის, თუმანიანისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „დიღომი-1“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში აღმაშენებლის ხეივნის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 კილომეტრის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის IV კვარტლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიმიტრი თავდადებულის, ლუბლიანას, ახმეტელის, კვანტალიანის, პეტრიწის, დიდგორისა და გოძიაშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ამავე პერიოდში შუქი ლუბლიანას, ბელიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსტავას, თამარაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 17 საათამდე ენერგომომარაგება გლდანის რაიონში ლიბანის, ბარალეთის და ანდრონიკაშვილის ქუჩებს, მუხიანის IV ბ მიკრორაიონის ნაწილს, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩებს, ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონის ნაწილს, ხომლელის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება ასევე, შეეზღუდება სამხედრო დასახლების, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ბოგდან ხმელნიცკის ნაწილს, ბოროდინის, ფაღავას, სართიჭალის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩებს, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, გუდამაყრის, გუდარეხის, ჩარგლის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















