კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და „ინსბრუკის კომუნალური მომსახურების სააქციო კომპანიას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ორ მხარეს შორის აქტიურ თანამშრომლობას, ორმხრივ კონსულტაციებს, თანამშრომელთა სტაჟირებასა და სწავლების სხვადასხვა პროგრამებს ითვალისწინებს.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ქიმიკოსებსა და კომპანიის დანარჩენი შერჩეულ სპეციალისტებს ერთკვირიანი სპეც-სწავლება ვენის საბუნისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტში ჩუტარდათ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრეინინგი მიზნად სპეციალისტებისთვის იმ უახლესი გამოცდილების გაზიარებას ისახავს, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგისა და მისი კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ოპერაციების ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს, ხოლო სასმელი წყლის ხარისხის კვლევის ხარისხს გააუმჯობესებს.

















