თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლები ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში ტრენინგებს გადიან.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სახლიდან აცნობეს, ინტერაქტიულ სემინარზე მსმენელები ეფექტური კომუნიკაციასა და მომსახურებას, სტრესის მენეჯმენტს, კონფლიქტების მართვასა და სერვისების პროცედურებს გადიან.
ტრენინგის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლები თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
უწყების HR-სტრატეგიის თანახმად, ახალი თანამშრომლის მიღება ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ტესტირების, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალურად მისი პოზიციისთვის შერჩეული ტრეინინგები უტარდებათ, რის შემდეგაც სასურველ თანამდებობაზე ინიშნებიან.

















