რეფერალურ საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრს კიდურების მოყინვით კიდევ სამმა პაციენტმა მიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, სტაციონარში მათი მოთავსება საჭირო არ გახდა და საავადმყოფოდან ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ გაწერეს.
ამჟამად, დამწვრობის ცენტრში სხეულის მოყინვის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს. აქედან ერთის, რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ერთი თვის განმავლობაში თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრს 30-მდე პაციენტმა მიმართა. მათ უმრავლესობას კიდურების მოყინვის შედარებით მსუბუქი ფორმები ჰქონდათ და მხოლოდ ამბულატორიული დახმარება დასჭირდათ.

















