თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, მუხათგვერდის გზაზე, 900 მმ-იან მე-2 წყალდენზე მომხდარი დაზიანებების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდ დიღომს, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან სახლებს, ვაშლიჯვარში - სარაჯიშვილის და გოთუას ქუჩას.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დროის აღნიშულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი თამარაშვილის ქუჩამდე, ნუცუბიძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი.
დაზიანებების აღმოფხვრას კომპანიის საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგებიან.

















