შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურეობისთვის შესაძლოა, საფასური დაწესდეს.
ამის თაობაზე ცვლილება „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურეობისთვის შესაძლოა, დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს.

















