თბილისის ზოგიერთი ქუჩა ხვალ წყალს შეზღუდვით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი
ვაკე-საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიზე, 500 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ამ მიზნით 12:00-დან 00:00 საათამდე წყლის მიწოდება საბურთალოს ქუჩის ნაწილს, შევარდენიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ყიფშიძის, გაბაშვილის, აბულაძისა და წყნეთის ქუჩებს, ჩიქოვანის ქუჩის ბოლოში მდებარე კერძო დასახლებას, ჭავჭავაძის გამზირის № 66, 68, 70, 72-ს და მოსაშვილის ქ. №9-ს, საირმის გორის დასახლების ნაწილსა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებას შეუწყდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.

















