სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანებულებას თან ერთვის ახალი დიზაინის მართვის მოწმობის ფოტონიმუში.
თანდართული სურათის მიხედვით, დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E, დაყოფილია 15 კატეგორიად: A - მოტოციკლეტი, B - მსუბუქი მანქანა, C -სატვირთო მანქანა, D - ავტობუსი, BE - მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE - მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE - მისაბმელიანი ავტობუსი, T - ტრაქტორი, A1 - სკუტერი, B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 - მცირე ზომის სატვირთო, D1 - მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E - მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S - ექსკავატორი.
მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმების პუნქტი 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდება.

















