ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შევიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილია ალექსანდრე ურუშაძე და მის ნაცვლად შეყვანილია ზურაბ ჭიაბერაშვილი.
აღნიშნული ბრძანებულება უკვე ძალაშია.

















