გაეროს მოსახლეობის ფონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ცენტრალური და ადგილობრივი მედიისთვის, ახალგაზრდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად დღეს კონკურსს გამოაცხადებს.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. მასში მონაწილეობა ყველა მოქმედ ჟურნალისტს შეუძლია, რომლებიც ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხებით არიან დაინტერესებული.
კონკურსზე წარმოსადგენი მასალების თემატიკა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს - სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა.
გამარჯვებულები 2012 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან. მათ ფასიანი საჩუქრები და სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.

















