საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდა დღეს ტარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდა 10:00 საათზე დაიწყო.
პედაგოგები საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდას წელს პირველად აბარებენ.
გამოცდა აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს.
მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა.
სერტიფიცირების დანამატი 75 ლარია. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი 200 ლარი. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ. პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი დამატებით 75 ლარით გაეზრდებათ.

















