ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი - გრიგორი სულემინი იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა კედელაშვილის (2008 წელი) წარმატების შემდეგ, საქართველოს ძიუდოში ევროპის ჩემპიონი აღარ ჰყოლია.
სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჟორჟოლიანი ფინალში ისრაელის წარმოამდგენელ არიელ ზეევთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა- ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა.
ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს.
ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დასრულდება.

















