გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა 2012 წელსაც განხორციელდება.
როგორც "ნიუსპრესს" გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ობოლ, სქოლიოზით და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების, სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობის, სპორტსმენების, სტუდენტების, ონკოლოგიური ავადმყოფების, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ოჯახების დახმარებას, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას და გარკვეული კატეგორიის ავადმყოფების მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სოციალური კომისიის უკვე ოთხი სხდომა ჩატარდა, სადაც 150 - მდე მოქალაქის განცხადება იქნა განხილული. მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული სოციალური პროექტისთვის 725 ათასი ლარია გათვალისწინებული.

















