საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მოქნილი სისტემის შემუშავებას სთავაზობს.
სააკაშვილის განცხადებით, სტუდენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებს კარგად ვერ აბარებს, თუმცა, შემდეგ კარგად სწავლობს, დაფინანსების საშუალება უნდა მიეცეს.
„სტუდენტი გამოცდების ჩაბარებისას მიღებული ქულებით ფინანსდება. პრობლემა იმაშია, რომ თუ იგი პირველ წელს სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ აბარებს კარგად და შემდეგ კარგად სწავლობს, დღევანდელი სისტემიტ მაინც იხდის 4 წლის განმავლობაში სწავლის გადასახადს“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან რექტორებს ისეთი სისტემის შემუშავება დაავალა, რომელიც სტუდენტებს სწავლების შემდეგ წლებში დაფინანსების მიღების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ გვჭირდება დაფინანსების ბევრად უფრო მოქნილი სისტემა და სტუდენტებისთვის ხელშეწყობა, რომ მათ ცხოვრება გაუიაფდეთ“- განაცხდა სააკაშვილმა.

















