საქართველოში მიგრაციის ზუსტი მაჩვენებელი ცნობილი არ არის. ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა ქეთევან ციხელაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ციხელაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მიგრაციის სტარატეგია და სამოქმედო გეგმა არ აქვს, მიგრაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდი არსებობს.
„მსოფლიო ბანკის“ შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის 25% ემიგრაციაშია, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
როგორც „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა აღნიშნა, არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, რომელიც მხოლოდ შემომსვლელ-გამსვლელთა რაოდენობას აღრიცხავს. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება -იმიგრანტების რაოდენობა 18 ათასით აჭარბებს ემიგრანტების რიცხვს.
„საერთო ტენდენცია საქართველოდან ემიგრანტების თაობაზე, კვლავ შენარჩულებულია“ - აღნიშნა ციხელაშვილმა.

















