„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან შეხვედრა გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ელიზბარ ჯაველიძემ ახალგაზრდებთან ეროვნულ მოძრაობაზე და მეცნიერებაზე ისაუბრა.
ჯაველიძემ ეროვნული მოძრაობის პერიოდი საქართველოში გაიხსენა და ხაზი გაუსვა მის მეგობრობას საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართული გენის გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.

















