ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შორის დღეს მემმორანდუმი გაფორმდა,
რომლის თანახმად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გაივლიან.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 20-მდე სტუდენტი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ერთთვიან პრაქტიკას სამ ნაკადად გაივლის. სტაჟირების შემდეგ კი სტუდენტები სასწავლო კრედიტს მიიღებენ.
"ეს იქნება სტაჟირების კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიებში, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიღეებენ. ასევე გვინდა გავაკეთოთ უნივერსიტეტის ტელევიზია, სადაც სტუდენტები დასაქმდებიან", - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააფორმეს.

















