ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში
დღეს თემაზე - „მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები“ დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობის, სამოქმედო გეგმისა და გიორგი ცერცვაძის წიგნის „არბიტრაჟის შესახებ კანონის მოკლე კომენტარის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დაესწრებიან.

















