საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობაში დღეს ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრის უმთავრესი მოვალეობა ჩერქეზებისა და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება იქნება. ცენტრის მისია, ადგილობრივ ხალხთა თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება და ინტელექტუალური რესურსის გააქტიურებაა.
ჩერქეზული კულტურის ცენტრში მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონებიდან და უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრები ჩაერთვებიან.
ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია დაესწრო.

















