თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „კიკეთი“ სარემონტო-
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 12-დან 16.00 საათამდე სოფელ კიკეთის, ბეთანიისა და დიდების მოსახლეობას შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია თემქის XI კვარტლის, თემქის IV მიკრორაიონის, შატილის, საჩხერის, ჟინვალის, ნაგომარის, ლიახვის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
შეეზღუდვა ასევე, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე „საქსტანდარტს”, ქარხანა „აგატს“, V სამშობიაროს, ბავშთა III საავადმყოფოს და მოხუცებულთა თავშესაფარ „სავანეს“ შეეხება.
შუქი 10-დან 17.00 საათამდე ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის ნაწილს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის ნაწილს, სამგორის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში ენერგომომარაგება მუხიანის III მიკრორაიონის ნაწილს, გლდანის მასივის III და III ა მიკრორაიონების ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, კოსტავას, ეკალაძის, კობახიძის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა წყნეთის ნაწილს, რუსთაველის გამზირის ნაწილს, ლაღიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე ისნის რაიონში ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, კალატოზის, ურიცკის, გუმბრის, რაზიკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო საბურთალოს რაიონში ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონს, ვაშლიჯვრის დასახლებისა და გოძიაშვილის ქუჩის აბონენტებს გაეთიშება.

















