logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სადაზღვევო სფეროში კანონმდებლობის დახვეწას აუცილებლობად მიიჩნევს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სადაზღვევო სფეროში კანონმდებლობის დახვეწას აუცილებლობად მიიჩნევს
17:41 26.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სოციალური დაზღვევის სფეროში კანონმდებლობის დახვეწა აუცილებლობად მიაჩნია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად ჯანდაცვის უწყების განცხადებებისა დაზღვევის წარმატებულობის შესახებ, სისტემაში რამდენიმე სახის პრობლემა და ხარვეზი იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები არ ანაზღაურებენ პაციენტთა გასინჯვისა და მკურნალობის ხარჯებს და თავად განსაზღვრავენ ანაზღაურებადი მედიკამენტების ჩამონათვალს. შედეგად, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მედიკამეტების ღირებულებას მხოლოდ ერთ რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას უნაზღაურებს.
ორგანიზაციას ამის მიზეზად სადაზღვევო სისტემაში მკვეთრად განსაზღვრული წესების ნაკლებობა და სადაზღვევო კომპანიების თავისუფლება მიაჩნია - თავად გადაწყვიტონ, სჭირდება თუ არა პაციენტს მკურნალობა და რომელი მედიკამენტებით შეიძლება შედეგის მიღწევა.
მათი აზრით, უარყოფითია ისიც, რომ მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიის არჩევა თავად არ შეუძლია. ზემოაღნიშნულის დასტურად ორგანიზაციას ჭიათურის მკვიდრი პენსიონერის მაგალითი მოჰყავს, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალფაშია“ დაზღვეული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მედიკამენტების ღირებულება, 50 ლარი, ყოველთვიურად აუნაზღაუროს კლიენტს, თუმცა, ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ვინაიდან „ალფა“, „ავერსში“ შეძენილი მედიკამენტების ღირებულებას ანაზღაურებს, ხოლო პაციენტს სხვა წარმოების მედიკამენტი ესაჭიროება.
„თეორიულად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, საკუთარ თავზე აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, მაგრამ პრაქტიკულად, ის ამას არ აკეთებს“-ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პრობლემის სათავე შესაბამისი კანონმდებლობის გარკვეული ნაწილის ბუნდოვანებაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, პრობლემას სოციალური დაზღვევის სფეროში განხორციელებული ცვლილებაც წარმოშობს, რომლის მიხედვით, ვაუჩერზე დაფუძნებული სისტემიდან რეგიონულ სისტემაზე გადასვლა ხდება. პირველ შემთხვევაში, მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიის არჩევის თავისუფლება ჰქონდა, რეგიონული სისტემის პირობებში კი ერთი სადაზღვევო კომპანია რეგიონის მთელ მოსახლეობას ემსახურება. ორგანიზაციის განცხადებით, ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ მომხმარებლს აღარ შეუძლია სადაზღვევო კომპანიის თავად არჩევა და ის რეგიონული სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული.
„მთავრობის მცდელობა - უშუამდგომლოს დამზღვევებს, საავადმყოფოებსა და პაციენტებს, წინ გადადგმული ნაბიჯია ამ პრობლემებთან მიმართებაში. თუმცა, უკეთესი კანონმდებლობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიების ვალდებულებებს განსაზღვრავს და ანაზღაურებადი მედიკამენტების სტანდარტულ სიას დააწესებს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ სოციალური დაზღვევა უფრო სოციალური გახდეს“-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა