2012 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგი განრიგით ჩატარდება - 28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა); 2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა), 5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა); 5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა); 6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია; 12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია; 17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა; 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია; 19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.
2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი კი, ასეთია - 12 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, 13 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, 2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა შემდეგ დღეებში ჩატარდება - 2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები; 6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა ; 12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის; 13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება; 18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა); 19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა.
რაც შეეხება 2012 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებს, ის ასეთი განრიგით ჩატარდება - 21 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა; 22 მაისი - უცხო ენა; 23 მაისი - ისტორია; 24 მაისი - გეოგრაფია; 25 მაისი - ფიზიკა; 28 მაისი - ქიმია; 29 მაისი - ბიოლოგია და 30 მაისი - მათემატიკა.

















