26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, წელს ეს დღე „ხედვის ინოვატორებს“ - იმ ხალხს ეძღვნება, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით გარდამტეხი წვლილი შეიტანეს ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში.
ეს თარიღი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2001 წლიდან აღინიშნება.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ამ დღის თემატიკას ყოველწლიურად განსზღვრავს.
საქართველო უკვე მე-3 წელია უერთდება მსოფლიოს და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს.
ამასთან დაკავშირებით დღეს „საქპატენტის“ პერიოდული გამოცემის „IP საქართველოს“ პირველი ნომერი გამოვა. ასევე, 18.00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საზეიმო მიღება გაიმართება.

















