პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამხედრო დავალების შესრულების
დროს 31-ე ბატალიონის სერჟანტის ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო.
მოძრაობა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის თანამებრძოლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე ავღანეში პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. იგი ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა.

















