თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10-დან 18.00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით გამსახურდიას გამზირის ნაწილს, საბურთალოს და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 16.00 საათამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასახლების ნაწილს, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების, საირმის გორის აბონენტებს შეეზღუდება.
სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 16.00 საათამდე გლდანის რაიონში გლდანის მასივის III მიკრორაიონს, ხოლო 10-დან 17.00 საათამდე ლაზოს, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ასევე, 10-დან 16.00 საათამდე სამგორის რაიონში ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონს და ჯავახეთის ქუჩებს, ხოლო ისნის რაიონში სამგორის დასახლებას, სამრეკლოს, მესხიშვილის და ლომოურის ქუჩებს არ მიეწოდება.
სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 16.00 საათამდე ჩუღურეთის რაიონში ენერგომომარაგება აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის ქუჩებს შეეზღუდება.
ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე ნაძალადევის რაიონში ზეკარის, ასურეთის, ლისაშვილის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს, თემქის დასახლების IV, IX და X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტალს გაეთიშება.
მთაწმინდის და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 10-დან 16.00 საათამდე შეეზღუდება. შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის, ვერის დაღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის, ფალიაშვილის, ბარნოვის და ნაფარეულის ქუჩებს შეეხება.

















