საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გურჯაანში აკადემიკოს შოთა გამყრელიძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
„მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას, იმისთვის რომ ის აგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, საექიმო მოღვაწეობას, ახალგაზრდების აღზრდას და მინდა თქვენი და ჩვენი სახელით გადავცე ბრწყინვალების ორდენი“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც „GPI ჰოლდინგის“ მიერ აშენებული ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილი ახალი კლინიკის წინ შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა.

















