საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ თოვლია მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში ხვალისთვის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა უმეტეს რაიონებში თოვლია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით არამდგრადი ამინდები თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება.

















