logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
logo2
logo2
ლოგოპედური სკოლის მოსწავლეთა მშობლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
18:10 15.02.2012

193-ე საჯარო, ლოგოპედური სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის გაუქმებასა და მის 203-ე სკოლასთან გაერთიანებას აპროტესტებენ.

 მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილებისთვის სკოლის ალტერნატიული ფართი გამოინახოს.


დღეს ისინი პარლამენტში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ფრაქციის მდივანს გიორგი ცაგარეიშვილს შეხვდნენ.

როგორც მშობლები განმარტავენ, 203–ე სკოლა მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ლოგოპედური პრობლემები კი განსხვავებულია და ამიტომ ამ სკოლების გაერთიანება ბავშვებისათვის სასარგებლო არ იქნება.

მათი თქმით, ლოგოპედური სკოლა რესპუბლიკური დანიშნულებისაა და ისინი თბილისში საცხოვრებლად სხვადასხვა რაიონებიდან სპეციალურად შვილების მიზეზით ჩამოვიდნენ.

მშობლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მათი პრობლემისა და მოთხოვნის გათვალისწინებას სთხოვენ. ისინი შაშკინისგან პასუხს 17 თებერვლამდე ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს აქციების ფორმით გამოხატავენ.

დიმიტრი  ლორთქიფანიძე და  გია ცაგარეიშვილი 193-ე ლოგოპედური სკოლის გაუქმებას მის ადგილმდებარებას უკავშირებენ.  სკოლა ოპერის უკან, ლაღიძის ქუჩაზე მდებარეობს. დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ სკოლის შენობა მისი შემდგომი პრივატიზაციის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.

ლოგოპედურ სკოლაში ამჟამად 144 ბავშვი სწავლობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა