მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საყვარელიძე უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.
ლექციას უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალის და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
დავით საყვარელიძე შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ ანტინარკოტიკულ კამპანიაზე, სრულწლოვანთა და არასრულწლოვანთა განრიდებასა და მედიაციაზე, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართება. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს მათთვის საინტერესო და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე შეკითხვები დაუსვან.

















