თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩიქობავასა და სპარტაკის ქუჩებს, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში გუმბრის, სახალხოს, პატარძეულის, ციხისძირისა და წულაძის ქუჩებს არ მიეწოდება.
წყლის მიწოდება ვაკე-საბურთალოს რაიონში უჩანეიშვილის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილსაც შეეზღუდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგებათ.
ქიზიყის ქუჩაზე გამავალ 900 მმ-იან წყალდენზე საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება ქიზიყის, ჟორესის, კაიროს, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, ენგურჰესისა და ქინძმარაულის ქუჩებს, ქვემო ფონიჭალასა და ფონიჭალა 3-ის დასახლებებს, სოფლებს - გამარჯვების ქვედა ნაწილს, გაჩიანს, ახტაკლიას, კარაკლიასა და სადგურ ველს შეუწყდება.

















