ჩერქეზული კულტურის ცენტრში დღეს ჩერქეზეთის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის თეოფილ ლაპინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა გახსნის.
ხსოვნის საღამოში მონაწილეობას საგანგებოდ მიწვეული ქართველი და ჩერქეზი სტუმრები, ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტების, სოხუმის სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორები და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.
ხსოვნის საღამოსთვის შერჩეული თარიღი, ლაპინსკის გარდაცვალების დღეს ემთხვევა.

















