საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში,
სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოადგილეს განათლებისა და კულტურის დარგში - ანა სტოკს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტები პროგრამაზე "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" გაკეთდა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაინერგა.
საქართველოს მხრივ გამოითქვა მზადყოფნა, რომ ეს გამოცდილება გაზიარებული იქნას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

















