სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კიდევ 450 ჩვილის ნათლია გახდება.
ნათლობის პროცესი დაახლოებით 23:00 საათამდე გაგრძელდება. პატრიარქი კი, სამების ტაძარში 20:00 საათისთვის მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღევანდელი ნათლობის შემდეგ პატრიარქს 12 000-ზე მეტი ნათლული ეყოლება. ისინი ჯვარდაწერილ წყვილთა ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

















