საქართველოს უნივერსიტეტში ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორის ტორალფ ჰასვოლდის სემინარები 23 და 30 აპრილს გაიმართება.
სემინარი თემაზე - „ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა“ 23 აპრილს 18:30 საათზე, ხოლო „პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასება ევროპაში“ 30 აპრილს 18:30 საათზე ჩატარდება.
სემინარები საქართველოს უნივერსიტეტის საგამოფენო გალერეაში მოეწყობა.
ტორალფ ჰასვოლდი 1998-2000 წლებში საქართველოში კონსულტანტის სტატუსით იმყოფებოდა. ამავე პერიოდში, მისი მონაწილეობით შეიმუშავეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები.

















