logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს
10:16 22.04.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას, იგივე აღდგომის განახლების დღესასწაულს აღნიშნავს.
აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში საზეიმო წირვა სრულდება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათიდან აღავლენს.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება ეწოდება.
ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში.
კვირაცხოვლობას აგრეთვე თომას კვირა ეწოდება შემდეგი მიზეზის გამო - სახარებაში აღწერილია თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს მაცხოვარი თავის მოწაფეებს და თავისი ჭრილობები უჩვენა. როდესაც თომამ ეს შეიტყო, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, მის აღდგომას არ დავიჯერებო.
აღდგომიდან მე-8 დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით გამოეცხადა. ჭრილობები უჩვენა და თომას უთხრა მისულიყო და ხელით შეხებოდა.
თომა მუხლებზე დაეცა და მაცხოვარს თაყვანი სცა. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება აღიარა.
უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს უზმოზე იღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა