საქართველოს „მწვანეთა პარტიისა“ და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ორგანიზებით, ხვალ აქცია - „გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანეთა პარტიის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აქცია დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მასში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსახლეობა და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
„მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლების თქმით, საპროტესტო აქცია გარემოს დაცვის სფეროში მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების და საქართველოში მიმდინარე ეკოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ეწყობა.
აქციის მონაწილეები მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობასთნ გადაინაცვლებენ.

















