პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს პიანისტ ლექსო თორაძეს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პიანისტმა ბიძინა ივანიშვილს გაწეული ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და დაწყებულ პოლიტიკურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ლექსო თორაძე ამჟამად ამერიკის ინდიანას შტატის ქალაქ საუზ ბენდის მუსიკალური ცენტრის საფორტეპიანო ფაკულტეტის კათედრის გამგეა.
ის გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავს. საკონცერტო მოღვაწეობის გარდა, ლექსო თორაძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

















