სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის „Summer Job”-ის ფარგლებში სამოქალაქო რეესტრში 168 ახალგაზრდა დასაქმდება.
ისინი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მონაწილეები ოპერატორების სამუშაოს შეასრულებენ და ხელფასის სახით ანაზღაურებას 500 ლარს მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის „Summer Job”-ის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. ისინი ერთი თვის განმავლობაში- 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორში იმუშავებენ.