სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული
საკითხების განმხილველ სამთავრობო კომისიაში ცვლილებაა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქონებრივი საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფის არსებულ შემადგენლობას შეემატნენ ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ მახათაძე, ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკვე ძალაშია.

















