თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 16.00 საათამდე პეკინის
გამზირს, ბახტრიონის, კოსტავას, იყალთოს, იოსებიძის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 11-დან 18.00 საათამდე, ახვლედიანის, ქიაჩელის, ვაშლოვანის, კოსტავას ქუჩებს, ხოლო 10-დან 16.00 საათამდე თაბუკაშვილის, ათონელის, ჭანტურიას და 9 აპრილის ქუჩებს შეეზღუდებათ.
შუქი 16-დან 19.00 საათამდე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ნუცუბიძის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის აბონენტებს გაეთიშებათ.
ელექტროენერგია 10-დან 13.00 საათამდე ნაძალადევის რაიონში თემქის დასახლების IX, X კვარტლების და XI მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას არ მიეწოდება.
ქვესადგურში „მცირე ნავთლუღი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 16.00 საათამდე ისნის რაიონში ჩოხელის, წულაძის, როსტომაშვილის, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 13.00 საათამდე ქეთევან წამებულის გამზირს, დუშეთის, არმაზის, არარატის, ალაზნის, იორის, გელათისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდებათ.

















