მთაწმინდა-კრწანისის რაიონს, ნუცუბიძის ფერდობებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ბაგებს წყალმომარაგება აღუდგა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, არაგვის ხეობაში ძლიერი ყინვისგან ავარიულად დაზიანებული 1400 მმ-იანი ორი წყალდენიდან ერთ-ერთის - მე-7 წყალდენის რეაბილიტაცია გუშინ, 21.00 საათისთვის დასრულდა.
ამჟამად ავარიულად დაზიანებული მე-6 წყალდენის რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.შესაბამისად, დარჩენილ გათიშულ აბონენტებს დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგებათ.
დაზიანების ადგილზე კომპანიის მძიმე და სპეცტექნიკაა მობილიზებული.

















