საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, უღელტეხილებზე, ისევე, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესებული არ არის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე არსებული დაზიანებების დროს შესაბამისი ტექნიკა რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენს.

















