წინანდალში ყველის გამოფენაზე დასწრების ყველა მსურველს უფასო ავტობუსი მოემსახურება.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან
აცნობეს, ავტობუსები ვარდების მოედნიდან 21 აპრილს 12:00 საათზე გავა.ყველის ფესტივალი კი ამავე დღეს წინანდალში 14: 00-დან 19.00 საათამდე გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიას საკუთარი ნაწარმის რეკლამირებისა და უკეთ წარმოჩენის საშუალება ექნება.
მათი თქმით, მსგავსი გამოფენები კომპანიებს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაშიც დაეხმარება.
ფესტივალის ორგანიზატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

















