ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის" შემაჯამებელი
საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისა და მათ მიერ გამოწვეული კატასტროფების რიცხვი იზრდება.
საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1995-2011 წლებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიური პროცესებით გამოწვეულმა ზარალმა 2 338 5 მლნ ლარი შეადგინა.
კონფერენციაზე, თანამედროვე მეთოდოლოგიების და ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საქართველოს ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ატლასის პრეზენტაცია გაიმართა.
საერთაშორისო ექსპერტები კატასტროფების რისკების მართვის, შეფასების ინოვაციურ მიდგომებსა და კვლევებს წარმოადგენენ.

















