ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრს გახსნის. ამის შესახებ "ნიუსპრესს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.
საელჩოს ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლები საზოგადოებას სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ, მათ შორის, პოლიტიკოსებთან და დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრების ორგანიზებაში.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსგავსი ცენტრები უკვე მუშაობენ.
ცენტრები საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვის და დემოკრატიის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მუშაობას ამერიკის მთავრობა 5 მლნ აშშ დოლარით აფინანსებს.

















