პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ბალიაშვილი ტრაქტორების შემოყვანის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი ტექნიკა გლეხისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
"ბოლო სამი წელია ტრაქტორები შემოჰყავთ, მაგრამ დღემდე უცნობია სად მიჰყავთ ისინი, სად ანაწილებენ და ვის გადასცემენ. ჩვენმა პარტიამ ერთხელ მოახერხა კახეთში ეპოვა ტრაქტორები, რომლებსაც სახელმწიფო დაახლოებით 50 000 აშშ დოლარამდე ფასში ჰყიდდა. ფაქტია, რომ ეს საკითხი არ არის გამჭვირვალე"- განაცხადა ბალიაშვილმა.
მისივე განცხადებით, გლეხს ამ ტრაქტორების გამოყენება 300 ლარი უჯდება.
ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. "იქმნება კოლმეურნეობები იმ ფორმით რა ფორმითაც ადრე არსებობდა, თუმცა, უფრო გაუმართავი და მახინჯი. სახელმწიფოსთვის უმთავრესი პიარის გაკეთება კი არა, ბაზარი და იმპორტ-ექსპორტის საკითხის დარეგულირება უნდა იყოს"- განაცხადა ბალიაშვილმა.

















